ღვინის ფესტივალი მარნეულში 9 ოქტომბერს ჩატარდება
მარნულში ღვინის ფესტივალი 9 ოქტომბერს ჩატარდება. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, ღონისძიება საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ტარდება.

ღვინის ფესტივალი 9-დან 15 ოქტომბრამდე, საქართველოს 25 ქალაქს მოიცავს და სტარტს მარნეულიდან აიღებს. ღონისძიება მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში, "კიდევაც დაიზრდებიან"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. ღონისიება მასშტაბურად პანდემიის შემდეგ წელს პირველად ტარდება. ადგილმდებარეობაც შეცვლილი წელს პირველადაა.

ღვინის ფესტივალი მარნეულში კულტურის ცენტრის მიმდებარედ იმართებოდა, სადაც ყოველწლიურად წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის, თაფლის, ყველის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. საზეიმოდ იწურებოდა ყურძენი საწნახელში.
ეწყობოდა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა და ქართული ჭიდაობის ტურნირი.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər