„სალამმა“ პრემიერ მინსტრს ნოვრუზ ბაირამის უქმე დღედ გამოცხადების თხოვნით მიმართა
პლატფორმა სალამმა, 29 თებერვალს, საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ნოვრუზ ბაირამის უქმე დღედ გამოცხადების თხოვნით მიმართა. პლატფორმის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოება, აქტივისტები და მათ შორის „სალამის“ გუნდი წლებია ითხოვენ ნოვრუზ ბაირამის არასამუშაო დღედ გამოცხდებას და იმედოვნებენ, რომ პრემიერ მინისტრი მათ თხოვნას დააკმაყოფილებს.

„პლატფორმა სალამში გაერთიანებულ ახალგაზრდებს გვჯერა, რომ ნოვრუზი საქართველოში ინტერეთნიკური სოლიდარობისა და კულტურული მრვალფეროვნების მაგალითად შეიძლება ვაქციოთ, რადგან ნამვილი მრავალფეროვნება პირველ რიგში თანასწორობის სულისკვეთებას ეყრდნობა. თანასწორობის იდეა კი თავის არსში დაფუძნებულია თანაბარი აღიარების, თანაბარი შესაძლებლობებისა და თანაბრად სამართლიანი გარემოს შექმნაზე“. - აღნიშნულია სალამის განცხადებაში

საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემი ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ყოველი წლის 21 მარტს აღნიშნავს. პლატფორმა „სალამმა“ ირაკლი კობახიძეს სწორედ 21 მარტის უქმე დღედ გამოცხადების თხოვნით მიმართა.

"ნოვრუზი" – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი "ნოვ"- ახალს, ხოლო მეორე - "რუზ" დღეს ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია.

2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად შეიტანეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. 2010 წელს, ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.


ამავე თემაზე: ნოვრუზზე დასვენების ნებართვისათვის სკოლებმა რესურსცენტრს უნდა მიმართონ

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər