საიმერლოს ორ ქუჩაზე შიდა გზების დაგებისათვის 1 100 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ საიმერლოში შიდა გზების დაგებას გეგმავს. მარნეულის მერიამ სოფელში ორ ქუჩაზე შიდა გზების დაგებისათვის ტენდერი დღეს, 29 მარტს, გამოაცხადა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპის საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, სოფელში შიდა გზა მოეწყობა იმერეთის ქუჩაზე და შოთა რუსთაველის ქუჩის ნაწილზე. საერთო ჯამში პროექტით 1 180 გრძივი მეტრი გზა დაიგება.

„საპროექტო მონაკვეთზე არსებული საფარი ასფალტბეტონისაა, არსებულ გზაზე შეიმჩნევა ბზარები, ორმოები და გარკვეულ ლოკაციებზე ჯდენები. დამკვეთის მოთხოვნის და ტექნიკური დავალების შესაბამისად გზაზე ეწყობა კაპიტალური ტიპის საგზაო სამოსის ორ ფენიანი კონსტრუქცია.
დამკვეთის მოთხოვნით რეაბილიტაციას ექვემდებარება სავალი ნაწილი, ადგილობრივი მიერთებები და ეზოში შესასვლელები“.
- აღნიშნულია საპროექტო დოკუმენტაციაში

მარნეულის მერია სოფელ საიმერლოში ორ ქუჩაზე შიდა გზების დაგებიას 1 100 000 ლარად გეგმავს. საიმერლოში შიდა გზების დაგების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შპს „ლ დიზაინ გრუპმა“ მოამზადა. კომპანიაში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, რომ სოფელში ჯამში 7 კილომეტრამდე გზის დაგებაა გათვალისწინებული, ამ ეტაპზე კი გზა იმერეთის და შოთა რუსთაველის ქუჩებზე დაიგება.

რადიო „მარნეული“

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər