რა ადგილებზე მოეწყობა გარე განათებები მარნეულში
ქალაქ მარნეულის ქუჩების და მარნეულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის, ალავარისა და ყიზილაჯლოს გარე განათების მოწყობის სამუშაოების შესყიდვისათვის მარნეულის მერიამ 299`284 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად გარე განათება მოეწყობა მარნეულის 12 ქუჩაზე:

  • ნარიმანოვის ქუჩა
  • ნიზამის ქუჩა
  • რუსთაველის ქუჩა
  • საიათნოვას ქუჩა
  • სულხან-საბას ქუჩა
  • ყურბანოვის ქუჩა
  • ჯანდარის დასახლება
  • ყოფილი #1 სამხედრო დასახლება
  • ქალაქ მარნეულში #1ქუჩის ბოლო მონაკვეთი
  • ი. ბერიტაშვილის ქუჩა
  • ბორჩალოელი ქუჩა
  • მუსხელიშვილის ქუჩა
რაც შეეხება სოფელ ალავარს, გარე
განათება ცენტრალურ გზაზე მოეწყობა.

ყიზილაჯლოში კი გარე განათება 9 უბანზე დაიდგმება.

  • ყიზილაჯლოში ბაქოს ქუჩის გარე (I, II, III ჩიხები) განათების მოწყობა
  • ყიზილაჯლოში თბილისის ქუჩის გარე (I, II, III ჩიხები) განათების მოწყობა
  • ყიზილაჯლოში გოგებაშვილის ქუჩის გარე განათების მოწყობა,
  • ყიზილაჯლოში წერეთლის ქუჩის განათების მოწყობა,
  • ყიზილაჯლოში ჭავჭავაძის ქუჩის გარე განათების მოწყობა,
  • ყიზილაჯლოში მეხტი ჰუსეინის ქუჩის გარე განათების მოწყობა,
  • ყიზილაჯლოში ფალიაშვილის ქუჩის გარე განათების მოწყობა,
  • ყიზილაჯლოში დუმბაძის ქუჩის გარე განათების მოწყობა,
  • ყიზილაჯლოში მეგობრობის ქუჩის გარე განათების მოწყობა.
გარე განათებების მოწყობის ტენდერში მონაწილეობა სმურველ კომპანიებს 27 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება მერიას სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 27 კალენდარულ დღეში ჩააბაროს.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər