რუსეთში ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა
რუსეთის პრიმორიეს მხარეში ჩამოვარდა ავიაგამანადგურებელი მიგ-31. ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი“ წერს საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით. წინასწარი ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებმა კატაპულტირება მოასწრეს, თუმცა, მათი მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

ავიაგამანადგურებელი აფრენიდან მალევე, ტყის მასივში ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ცნობა ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər