18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს შესაძლოა თქვენი ძველი ოცნება ასრულდეს. გირჩევთ, გარშემო მიმოიხედოთ და იმ შესაძლებლობით ისარგებლოთ, რომელსაც ბედი გიგზავნით. ყურადღების ერთ საკითხზე კონცენტრირება გიჭირთ, ამიტომ დიდი პროექტების დაწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ. ნუ გამოიჩენთ უცნობებთან გულწრფელობას და ნუ მოუყვებით მათ თქვენი გეგმების ან პირადი ცხოვრების შესახებ, თორემ მალე ინანებთ.

კურო

ამ დღეს საყოველთაო ყურადღების ცენტრში ხართ - ვიღაცას მოსწონხართ და ქათინაურებით გავსებთ, ვიღაც კი გამუდმებით გეკამათებათ და გაკრიტიკებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ოპონენტებს და არაკეთილგანწყობილ ადამიანებს თამამად დაუპირისპირდეთ. თქვენი პროფესიული უნარები და თანამოაზრეების მხარდაჭერა გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, შესრულებული სამუშაოს ხარისხი შეამოწმოთ, რათა ხარვეზი დროულად აღმოაჩინოთ.

ტყუპები

რთული და ემოციურად დაძაბული დღეა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რომელიც ყველას არ მოეწონება. ეცადეთ, წინააღმდეგობა გადალახოთ და სიმტკიცე გამოიჩინოთ. პრობლემები შეიძლება ყველაზე მოულოდნელ დროს და ადგილზე აღმოაჩინოთ, ამიტომ ყურადღება არ უნდა მოადუნოთ. თქვენს შრომისმოყვარეობას მენეჯმენტი აუცილებლად შენიშნავს.

კირჩხიბი

მთელ დღეს პრობლემების გაზვიადებასა და სიტუაციის დრამატიზებას ცდილობთ, რაც მუშაობაში ხელს გიშლით. ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ - ეს გონივრული და გაწონასწორებული გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს დაწყებული დაპირისპირება დიდხანს გაგრძელდება. საქმიან მოლაპარაკებებში მეტი სიმტკიცე და პრინციპულობა უნდა გამოიჩინოთ.

ლომი

მოემზადეთ იმისთვის, რომ ვიღაც უსამართლოდ გაგაკრიტიკებთ და ჩხუბის პროვოცირებას ეცდება. თქვენი წონასწორობისა და სიმშვიდის წყალობით, ყოველგვარ კონფლიქტს დაძლევთ და ისეთ გამოსავალს იპოვით, რომელიც ყველას დაამშვიდებს. სასურველია, რომ ახალი პროექტის დეტალები კოლეგებთან განიხილოთ და ერთმანეთს ახალი იდეები გაუზიაროთ. ვარჯიში და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ამ დღეს მანქანის მართვისას განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ. ვარსკვლავების არახელსაყრელი განლაგების გამო ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი იზრდება, ამიტომ თუ შესაძლებელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლეთ. მუშაობის დროს მხოლოდ გამოცდილი მეთოდები გამოიყენეთ და ექსპერიმენტებს მოერიდეთ, რათა უსიამოვნო სიტუაციაში არ მოხვდეთ. გირჩევთ, სტრესული მდგომარეობის განმუხტვა, ხმაურიანი წვეულებების ნაცვლად, სახლის მშვიდ გარემოში სცადოთ.

სასწორი

რთული დღეა. სავარაუდოდ, დაბრკოლებების გადალახვა და საუკეთესო თვისებების გამოვლენა მოგიწევთ, თუმცა ხელმძღვანელები თქვენს ძალისხმევას შენიშნავენ და სათანადოდ დააფასებენ. თქვენი გამბედაობა საქმიან პარტნიორებსაც მოეწონებათ და სავარაუდოდ, ახალ, მოგებიან გარიგებას შემოგთავაზებენ. უსიამოვნო აზრებისგან გათავისუფლდით და ისეთი საქმე აკეთეთ, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ.

მორიელი

მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ახალ თანამოაზრეებს შეიძენთ თუ ძველებსაც დაკარგავთ. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, თუ მის შედეგებში დარწმუნებული არ ხართ. სავარაუდოდ, ვიღაც თქვენთან კონფლიქტის დაწყებას ცდილობს, მაგრამ პროვოკაციას არ უნდა აჰყვეთ.

მშვილდოსანი

თავი რომ უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ, თქვენი ეჭვები და ვარაუდები საყვარელ ადამიანებს უნდა გაუზიაროთ. ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან და სასარგებლო რჩევებს მოგცემენ. კოლეგებთან ახალი იდეებისა თუ გეგმების განხილვამ შეიძლება საინტერესო პროექტი მოგიტანოთ. ფინანსურ საკითხებში ფრთხილად იყავით. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს, რათა თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეთ.

თხის რქა

ამ დღეს ყოველი ნაბიჯის გათვლა და კარგად გააზრებული გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. გახსოვდეთ, რომ აჩქარებამ შეიძლება უკუშედეგი გამოიღოს. ვარსკვლავები გირჩევენ, სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ნებისმიერი ინფორმაცია კარგად გადაამოწმოთ. კრიტიკა მშვიდად მიიღეთ - ახლობელი ადამიანები პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზას გთავაზობენ.

მერწყული

მენეჯმენტი თქვენს აქტიურობას აუცილებლად შენიშნავს და შესაძლოა ფინანსურად წაგახალისონ. ეცადეთ, თქვენი საქმიანი თვისებები გამოავლინოთ, ინიციატივა გამოიჩინოთ და დისკუსიებში მონაწილეობა მიიღოთ. სავარაუდოდ, საინტერესო ბიზნესწინადადებას მიიღებთ, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. გირჩევთ, ოჯახის წევრებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა ახალი ცოდნის მიღებისთვის. ის, რასაც დღეს ისწავლით, მალე ძალიან გამოგადგებათ. ამ დღეს გაცნობილი ადამიანის რჩევა დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ შეცდომები ბიზნესში. მოსალოდნელია ძველ ნაცნობთან საინტერესო შეხვედრა და მნიშვნელოვან საბუთებზე ხელის მოწერა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər