Georgian Airways ევრო 2024-ზე საქართველოს მატჩებზე დამსწრეებისთვის პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
ჯორჯიან ეარვეისი გერმანიაში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ავიაკომპანია ფრენებს დორტმუნდში, ჰამბურგსა და დუსელდორფში განახორციელებს.

ავიაკომპანიის ცნობით, ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს)
  • თბილისიდან ჰამბურგში - 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს)
  • თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს)
აღნიშნულ რეისებზე ბილეთების გაყიდვას ჯორჯიან ეარვეისი 1-ლი აპრილიდან დაიწყებს.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს თურქეთს დორტმუნდში, 22 ივნისს ჩეხეთს ჰამბურგში, 26 ივნისს კი პორტუგალიას გელზერნკიხენში დაუპირისპირდება.

წყარო: ტაბულა

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər