სიახლე
შსს - ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს, 23 პოლიციელი თელავის საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმის და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს, - ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

„პანკისის ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით დილის რვა საათიდან მობილიზებული იყო კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი.

ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა პოლიციას, დაუშინა ჯოხები და ქვები, რის შემდეგაც მოხდა დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება. ადგილზე მყოფი მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს. დაზიანდა პოლიციის ტექნიკა, დაშავდნენ პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეები.

ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს. 23 პოლიციელი თელავის საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება“, - აღნიშნულია განცხადებაში.


FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər
ქართული ოცნების გენერალურ მდივანი, კახა კალაძე
ამბობს, რომ საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის
თავისუფლება.
ქართული ოცნების გენერალურ მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
ოპოზიციას ორი შეთავაზებით მიმართავს – პროპორციულ საარჩევნო
სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დებატები გადაიტანონ პარლამენტში
და გააგრძელონ მუშაობა ეუთოს რეკომენდაციების ფარგლებში საარჩევნო
კანონმდებლობის დახვეწაზე.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას ორი შეთავაზებით მიმართავს – პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დებატები გადაიტანონ პარლამენტში და გააგრძელონ მუშაობა ეუთოს რეკომენდაციების ფარგლებში საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,
პარლამენტთან 18 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ სასწრაფო დახმარების
ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი
გადაიყვანეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან 18 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი გადაიყვანეს.
დღეს, 18 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ
დაშალა საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი
აქცია.
დღეს, 18 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაშალა საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი აქცია.
“პარლამენტმა განაახლა
მუშაობა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ
თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე,
“პარლამენტმა განაახლა მუშაობა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე,
შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე დაკავებულია 18
პირი.
შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე დაკავებულია 18 პირი.
რესპუბლიკის მოედანზე ყვითელი ავტობუსებით
სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული. ინფორმაციას „ტვ
პირველი“ ავრცელებს.
რესპუბლიკის მოედანზე ყვითელი ავტობუსებით სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული. ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.
ოპოზიციის წამომადგენლებმა პარლამენტის ერთ-ერთ
შესასვლელ ჭიშკარს კიდევ ერთი ბოქლომი დაადეს და ასევე,
ოპოზიციის წამომადგენლებმა პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელ ჭიშკარს კიდევ ერთი ბოქლომი დაადეს და ასევე,