აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მე-6 მოწვევის მილი მეჯლისის
დაშლისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ
ბრძანებას ხელი მოაწერა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო
არჩევნები 2024 წლის 1-ელ სექტემბერს ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე
წლის თებერვალში აზერბაიჯანში
საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ალიევმა ხმათა 92%
მიიღო.
უკანასკნელ საპარალამენტო არჩევნებში (2020 წელს) კი ალიევის პარტიამ
ახალმა აზერბაიჯანმა 125 მანდატიდან 70-ის მოპოვება შეძლო.