მამის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მამის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე მისი აღკვეთოს ღონისძიების გარეშე გათავისუფლება უნდოდა, ალტერნატივის სახით კი 5000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა. შესაბამისად, ისინი ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

თავად ბრალდებულმა სასამართლოზე დუმილის უფლება გამოიყენა. თუმცა, საქმის პროკურორი, თამარ იაკობიძე აცხადებს, რომ თავდაპირველად, ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

“გარდაცვლილი საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა თავის ორ შვილთან ერთად. ბრალდებულმა, მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი მამის მიმართ გამოიყენა ცივი იარაღი – დაჭრა. მას შემდეგ, რაც დარტყმის სიმძლავრიდან გამომდინარე დანა გატყდა, ბრალდებული სამზარეულოში გავიდა მეორე დანის ასაღებად და ამ დროს უკვე მას ხელი შეუშალა არასრულწლოვანმა დამ – გადაეღობა მას”, – განმარტა პროკურორმა.

მისივე თქმით, არასრულწოვანი გოგონა ფსიქოლოგის და საპროცესო წარმომადგენლის მონაწილეობით გამოიკითხა. ცნობილია რომ ის არის მომხდარის ერთადერთი მოწმე.

დაცვის მხარის თქმით, საჭიროა ბრალდებულ ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს.

პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაული 23 თებერვალს, გლდანში მოხდა. უწყება ახალგაზრდა კაცს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის კ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər