სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში ჟოზეპ ბორელს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა. ის წერს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს შეხვედრის წინ ზურაბიშვილთან საქართველოს მომავლის შესახებ „კარგი საუბარი ჰქონდა“.

ბორელის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველი ხალხის არჩევანს, ჰქონდეს დემოკრატიული ქვეყანა, ევროპული მომავალი.

შვეიცარიის სამთო კურორტ ბიურგენშტოკში, 15-16 ივნისს
კიევის ინიციატივით ჩატარდა მშვიდობის სამიტი - უმაღლესი დონის საერთაშორისო კონფერენცია უკრაინაში ომის დასრულების გზების გარშემო.

უკრაინის პრეზიდენტის მიწვევით, სამიტზე იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 15 ივნისს სიტყვით გამოვიდა და შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა ლიდერებს.

წყარო: radiotavisupleba.ge

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər