ქალაქ მარნეულის ქუჩების და მარნეულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის,
ალავარისა და ყიზილაჯლოს გარე განათების მოწყობის სამუშაოების
შესყიდვისათვის მარნეულის მერიამ 299`284 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად გარე განათება მოეწყობა მარნეულის
12 ქუჩაზე:
- ნარიმანოვის ქუჩა
- ნიზამის ქუჩა
- რუსთაველის ქუჩა
- საიათნოვას ქუჩა
- სულხან-საბას ქუჩა
- ყურბანოვის ქუჩა
- ჯანდარის დასახლება
- ყოფილი #1 სამხედრო დასახლება
- ქალაქ მარნეულში #1ქუჩის ბოლო მონაკვეთი
- ი. ბერიტაშვილის ქუჩა
- ბორჩალოელი ქუჩა
- მუსხელიშვილის ქუჩა
რაც შეეხება სოფელ ალავარს, გარე
განათება ცენტრალურ გზაზე
მოეწყობა.
ყიზილაჯლოში კი გარე განათება 9 უბანზე დაიდგმება.
- ყიზილაჯლოში ბაქოს ქუჩის გარე (I, II, III ჩიხები)
განათების მოწყობა
- ყიზილაჯლოში თბილისის ქუჩის გარე (I, II, III ჩიხები)
განათების მოწყობა
- ყიზილაჯლოში გოგებაშვილის ქუჩის გარე განათების
მოწყობა,
- ყიზილაჯლოში წერეთლის ქუჩის განათების
მოწყობა,
- ყიზილაჯლოში ჭავჭავაძის ქუჩის გარე განათების
მოწყობა,
- ყიზილაჯლოში მეხტი ჰუსეინის ქუჩის გარე განათების
მოწყობა,
- ყიზილაჯლოში ფალიაშვილის ქუჩის გარე განათების
მოწყობა,
- ყიზილაჯლოში დუმბაძის ქუჩის გარე განათების
მოწყობა,
- ყიზილაჯლოში მეგობრობის ქუჩის გარე განათების
მოწყობა.
გარე განათებების მოწყობის ტენდერში მონაწილეობა სმურველ კომპანიებს
27 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული
იქნება მერიას სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 27 კალენდარულ
დღეში ჩააბაროს.