პრემია "შუქის" მესამე რაუნდის ფინალისტების სია ცნობილია.
ფინალისტებს შორისაა რადიო “მარნეულის” ჟურნალისტის, ვლადიმერ
ჩხიტუნიძის მასალა
„მიიღებს თუ არა აფხაზეთის ომის გმირი მშობლიურ ქალაქში
აღიარებას".
გთავაზობთ ფინალისტების სიას:
- აიდან იუსუბოვა, მარიამ კაჭკაჭიშვილი, მანანა ღოღობერიძე -
iFact.ge "პარლამენტარის ხმის საფასური, - რაში გაუცვალა
ოპოზიციონერმა ხაბულიანმა ხმა "ქართულ ოცნებას?"
- ქეთი თუთბერიძე - სტუდია „მონიტორი“ „ბეტონის კედლებს მიღმა –
ფსიქიატრიულ დაწესებულებებში შელახული უფლებები“
- თემო ინასარიძე - სამხრეთის კარიბჭე "აქ არა, იქ ილოცეთ –
იზღუდება თუ არა მუსლიმი თემის უფლებები დაბა ადიგენში"
- ირმა დიმიტრაძე - ნეტგაზეთი „რა სურს საქართველოს ხელისუფლებას
ჩინეთისგან“
- ცაგო კახაბერიძე - ბათუმელები „2 პარლამენტარი ბათუმში 3
ცათამბჯენს აშენებს“
- თემო ინასარიძე - Sknews.ge „როგორ მიიღეს და გაასხვისეს
ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა სახელმწიფო მიწები
ჯავახეთში"
- ლიზა ციციშვილი - ტვ ფორმულა „პროტესტის ფოტოგრაფები“
- რუსუდან გვარამაძე - რეგიონული ტელეკომპანია “მე-9 არხი” „მიწის
მონოპოლია - სამცხე-ჯავახეთის მოუგვარებელი პრობლემა”
- ვლადიმერ ჩხიტუნიძე - რადიო "მარნეული" „მიიღებს თუ არა აფხაზეთის
ომის გმირი მშობლიურ ქალაქში აღიარებას"
- მარიამ მერლანი - on.ge “უმუშევრობა ახალგაზრდებში, სახელმწიფო
სტაჟირების პროგრამა და მარტის აქციების კონტექსტი”
გამარჯვებული სამეული გამოცხადდება 19 ივნისს.