მარნეულის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა განახლდება
მარნეულში წყლისა და წყალარინების სისტემის მშენებლობის სამუშაოები გაგრძელდება. 8 სექტემბერს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროექტის გაგრძელებაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მარნეულის წყლისა და წყალარინების, ასევე ბოლნისის წყალარინების სისტემისა და კოლექტორის მშენებლობას აგრძელებს. პროექტს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ორი კომპანია განახორციელებს.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, გუგა კაკაბაძემ და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა: ‘’China Geo - Engineering Corporation’’ (CGC) -ის რეგიონალურმა დირექტორმა, ჩენგჟოუ ჰემ და ‘’POLAT Yol Yapi Sanayi ve Ticaret Anonim Sirkei’’-ის ფინანსურმა მენეჯერმა, გიუნი ბელტირიმ მოაწერეს“
. - აღნიშნულია განცხადებაში

მარნეულის წყლისა და წყალარინების სისტემისა და ბოლნისის წყალარინების სისტემის სამშენებლო სამუშაოები 6 დამოუკიდებელ პროექტად განხორციელდება. როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიებმა სამუშაოები 15 თვეში უნდა დაასრულონ.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინასნებით განხორცილდება რისთვისაც 47 003 251 დოლარია გამოყოფილი.

აღსანიშანავია, რომ მარნეულშ წყალმომარაგების სისტემის ცვლილებაზე მსჯელობა ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო. ოთხი წლის წინ, მარნეულის მუნიციპალიტეტის 35 200-მდე მაცხოვრებელს, სასმელი წყლის 24 საათის განმავლობაში მიწოდებას დაჰპირდნენ. პროექტის განხორციელება ქალაქ მარნეულსა და სოფლებში 2019 წელს დაიწყო. გადაითხარა გზები, აიყარა მილები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ამორტიზებული გზების გამო გაფუჭდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ადგილობრივების ავტომობილები. პროექტი კომპანია „Akelik Group”-ს 2021 წლის მარტამდე უნდა დაესრულებინა, მაგრამ კომპანიამ მასზე დაკისრებული ვალდებულება ვერ შეასრულა რის გამოც 55 940 022 დოლარის ღირებულების პროექტი შეჩერდა. „აკელიკ გრუპმა“ ხელფასები ვერ გადაუხადა დასაქმებულებსაც, რის გამოც კომპანიის წინააღმდეგ სასამართლო პროცესებიც დაიწყო, რომელის შედეგადაც კომპანიას 9 დასაქმებულისათვის ხელფასების გადახდა დაეკისრა.

რადიო „მარნეული“

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər