საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით,
2024 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,
საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 9.2 %-ით გაიზარდა, ხოლო 2024 წლის
პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.3%-ით განისაზღვრა.
2024 წლის მაისში,
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის
მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:
ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური
საქმიანობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა,
ტრანსპორტი და დასაწყობება.