გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ
რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 29 ივნისს დღე
უნალექოდ ჩაივლის, ხოლო 30 ივნისს და 1 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე
წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით
+26, +28 გრადუსი
იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,
სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ზოგან მოსალოდნელია
ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი
იქნება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,
შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29
გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +24, +26
გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი):
ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და
ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი
იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი,
ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით
+29, +31 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით
+25, +27 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა,
ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +19, +21 გრადუსი იქნება.