პირობას შევასრულებთ და დღეს 2 საათიდან 90 წუთის განმავლობაში ყველა საწვავს 2 ლარად შეიძენთ - სოკარი
საქართველოს ნაკრების ესპანეთთან დამარცხების მიუხედავად „სოკარი“ დანაპირებს ასრულებს და მომხმარებლებს დღეს, 1-ელ ივლისს, დღის 2 საათიდან 90 წუთის განმავლობაში ყველა ტიპის საწვავს 2 ლარად სთავაზობს.

სოკარმა 29 ივლისს დადო პირობა, რომ საქართველოს ნაკრების ესპანეთზე გამარჯვების შემთხვევაში, მათ ყველა ფილიალში საწვავის ფასი, 90 წუთის განმავლობაში, 2 ლარი იქნებოდა.

„მადლობა ემოციებისთვის ევროპის ჩემპიონატს ამაყები ვტოვებთ - ჩვენმა ნაკრებმა
შეუძლებელი შეძლო და მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ საქართველო იმსახურებს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას! ამ შედეგით მაინც საოცრად ვამაყობთ, გულშემატკივარს მაინც გავახარებთ და დადებულ პირობას შევასრულებთ 1-ელ ივლისს დღის 2 საათიდან 90 წუთის განმავლობაში, ყველა ტიპის საწვავს 2 ლარად შეიძენთ!
მადლობა ბიჭებო იმ სიხარულისთვის, რაც თქვენი თამაშის ყურებამ მოგვანიჭა მთელ ქვეყანას. მადლობა შეუპოვარი ბრძოლისთვის და თავგანწირვისთვის! მადლობა გულშემატკივრებო ერთგული ქომაგობისთვის.
ეს ჩვენთვის პირველი ევროპის ჩემპიონატია, მომავალ ტურნირზე უფრო ძლიერები და თავდაჯერებულები დავბრუნდებით!
წინ დიდი გზა და ამ გზაზე ბევრი გამარჯვება გველოდება!
სოკარის იღბლიან მომხმარებლებს კი ვულოცავთ, გამოვლინდა PS5-ის 14 გამარჯვებული და ევროპის ჩემპიონატის ფინალზე 3 ორკაციანი საგზურის მფლობელი.“
- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში

რადიო "მარნეული"


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər