ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან 1:4 დამარცხების შემდეგ
კომენტარი საქართველოს
ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გააკეთა.
"ესპანეთმა გვაჯობა. ჩემი აზრით, ეს ევრო 2024-ზე
საუკეთესო გუნდია. როდესაც სისწრაფეების მომატება გადაწყვიტეს,
გაგვიჭირდა, გმირობების ჩადენა გვჭირდებოდა.
რთული იყო, მაგრამ იმით კმაყოფილი ვართ, რაც ვაჩვენეთ. ტურნირზე ჩვენი
ასპარეზობით შეგვიძლია ვიამაყოთ", - განაცხადა
მიქაუტაძემ beIN Sports-ის ეთერში.