ლილუაშვილი: ენმ-სა და ოცნებას შორის გარიგება შედგა ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებში
"ენმ-მ და ოცნებამ ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობებიდან გადაყენების საკითხი" - ამის შესახებ პარტია საქართველოსთვის წევრმა ბექა ლილუაშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ზუგდიდსა და რუსთავში საკრებულოების თავმჯდომარის პოსტს საქართველოსთვის წევრები იკავებენ.

ბექა ლილუაშვილის თქმით, ენმ-სა და ქართულ ოცნებას შორის გარიგება შედგა, რათა მოხდეს საქართველოსთვის წევრი თავმჯდომარეების იმპიჩმენტი.

"ენმ უკვე ღია თანამშრომლობას იწყებს რუსული კანონის ავტორ ოცნებასთან. იმ დროს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ვიბრძვით რუსული კანონის წინააღმდეგ, ენმ-მ და ოცნებამ ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობებიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არიან ჩვენი გუნდის წევრები გიგა ფარულავა და ნოდარ შეროზია. საკრებულოების თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებისთვის ოცნებას სჭირდება ენმ-ს მხარდაჭერა. ეს გარიგება უკვე შემდგარია. ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ გაშიშვლდება ოცნებისა და ენმ-ს მრავალწლიანი თანამშრომლობა, რაზეც ჩვენი გუნდი დიდი ხანია ვსაუბრობთ.

მე მივმართავ ოცნებას, ქოცებო, თქვე ნაცებო, შეწყვიტეთ ეს გადაწყვეტილება, რომელიც არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება"
- თქვა ლილუაშვილმა. 

წყარო: ტაბულა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər