მარნეულელმა აქტივისტმა არამ აკოპიანმა ნიდერლანდების საელჩოს ჯილდო მიიღო
დღეს, 13 დეკემბერს, საქართველოში ნიდერლანდების საელჩომ ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით საქართველოში მომუშავე აქტივისტები დააჯილდოვა.

"ადამიანის უფლებათა ტიტა"-ს 2023 წლის მეორე ადგილის მფლობელი მარნეულელი აქტივისტი არამ აკოპიანი გახდა.

არამ აკოპიანს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში სათემო სახლი აქვს დაარსებული, რომლის მეშვეობით ის სოფლის ახალგაზრდების განვითარებას უწყობს ხელს. არამს გოგონათა საფეხბურთო გუნდი ჰყავს ჩამოყალიბებული სოფელში.

ადამინის უფლებათა ტიტას
პირველი ადგილის მფლობელი 2023 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაციის „დეას“ ხელმძღვანელი მადონა ხარებავა გახდა.

არამ აკოპიანთან ერთად მეორე ადგილი ასევე მიიღო თომა კაკაბაძე, ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის ლიდერი.

ადამიანის უფლებათა ტიტა ნიდერლანდების სალეჩოს მიერ 2017 წლიდან არსებობს საქართველოში და ყოველწლიურად უფლებების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს და აქტივისტებს აჯილდოვებს.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər