მყინვარწვერზე დაკარგული კაცი გარდაცვლილი იპოვეს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გერგეთის მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთო ექსპედიციის დროს დაკარგული მოქალაქე, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოებში სწრაფი რეაგირების მაშველთა ჯგუფთან ერთად ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

გარდაცვლილის ცხედარი მაშველების მიერ ამოყვანილია თოვლის მასიდან და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები.


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər