მერიამ სოფელ თაქალოში რეზერვუარის მოსაწყობად 39 883 ლარიანი შესყიდვა პირდაპირი წესით განახორციელა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოში რკინაბეტონის რეზერვუარს რეაბილიტაცია 39`883.28 ლარად ჩაუტარდება.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამუშაოებისათვის გამარტივებული შესყიდვა განახორციელა და ხელშეკრულება შპს ფილა 2010-ს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაუფორმა. პროექტის მიხედვით, 20771.27 ლარი დაიხარჯება თაქალოში არსებული რეზერვუარის რეაბილიტაციაში. 12043.67 ლარია გამოყოფილი რეზერვუარის შემოსაღობად.

გამოყოფილი თანხის 50.14%-ს სახელმწიფო ბიუჯეტი, 49.86%- კი ადგილობრივი თვითმმართველობა დააფინანსებს.

აღსანიშნავია, რომ თაქალოში პროექტის განმახორციელებელ კომპანიასთან მარნეულის მერია ხელშეკრულებები პირდაპირი წესით არაერთხელ აქვს დადებული. შპს “ფილა 2010” -ს 40 სახელმწიფო შესყიდვა უფიქსირდება. ტენდერების უმეტესობა, 52.5 % წაგებული აქვს, 25 % არშემდგარი , 20 % მოგებული, ხოლო 2.5 % მიმდინარე. გამარტივებულ შესყიდვებში კი შპს “ფილა 2010” -ს 42 ტენდერი უფიქსირდება, რომელთა
ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 1,033,579.22 ლარია.

ამავე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი შიო კაპანაძეა, კომპანიის მისამართი ბოლნისში იძებნება და ტენდერებში მონაწილეობა ძირითადად ქვემო ქართლის მასშტაბით აქვს მიღებული.


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər