თბილისის მერია „ოცნების“ აქციაზე ჩამოსულ მძღოლებს პარკინგის საფასურს არ ახდევინებს
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ აქციაზე ჩამოსული მძღოლები დედაქალაქში უფასო პარკინგით სარგებლობენ. ამისთვის მათ სპეციალური სივრცეები აქვთ გამოყოფილი - მათ შორის დაკავებული აქვთ საავტობუსე ზოლები და საფეხმავლო გზები.

მმართველმა პარტიამ „აგენტების კანონის“ მხარდასაჭერად რეგიონებიდან ასობით სატრანსპორტო საშუალებით ათასობით ადამიანი ჩამოიყვანა. მძღოლები, რომლებსაც არ აქვთ თბილისში წინასწარ ნაყიდი პარკირების სერვისი, მუნიციპალიტეტი მათ 50 ლარით აჯარიმებს.

„ღონისძიების მასშტაბურობიდან გამომდინარე მოთხოვნილია სხვადასხვა საორგანიზაციო ღონისძიების გატარება. შესაბამისად, წინასწარ განისაზღვრა შეკრებისთვის საჭირო საპარკინგე ადგილები“,
- უთხრეს თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას.

დამატებით მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ დანარჩენ საპარკინგე სივრცეებზე ვრცელდება „კანონით დადგენილი წესი“.


დღეს, 29 აპრილს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მმართველი პარტია „აგენტების კანონის“ მხარდამჭერ აქციას მართავს. ეს არის კონტრაცია ბოლო დღეების განმავლობაში უწყვეტი ხალხმრავლი პროტესტისა, რომელიც დედაქალაქში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ იმართება.

წყარო: radiotavisupleba.ge

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər