11 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო დიდი მანიფესტაცია გავმართოთ – ცუცქირიძე
11 მაისს, თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა.
ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.

„მინდა, რომ დაიმახსოვროთ ეს თარიღი – 11 მაისს მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია ყველამ ერთად. დიდი, მშვიდობიანი, ძლიერი თავდაჯერებული მანიფესტაცია. ჩაინიშნეთ კალენდრებში. შეიძლება ვიღაცას იცნობთ, ვინც არ მოდის ხოლმე აქ და აი, 11 მაისამდე, ყველამ ავიღოთ ეს დავალება რომ ადამიანები, რომლებიც აქ
ჯერ კიდევ არ ყოფილან, ჩვენთან ერთად მოვიყვანოთ”,
– თქვა მან.

უკვე მეორე კვირაა რუსული კანონის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციების დაშლის მიზნით პრეცრაზმმა გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ე.წ. წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი. გუშინ ჰოსპიტალიზება დასჭირდა 15 ადამიანს. საპროეტსქტო აქციები იმართება ქვეყნის დიდ ქალაქებშიც. მოქალაქეები რეგიონებიდან შეუერთდნენ დღევანდელ აქციას თბილისში, რომელიც პარლამენტთან დაიწყო და მოგვიანებით მარშით გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლა.
წყარო: პუბლიკა


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər