პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სამი წევრი
აირჩია.
პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად აირჩიეს:
სახალხო დამცველის წარდგინებით იზაბელა ოსიპოვა, აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით სოსო სტურუა და საპარლამენტო
უმრავლესობის წარდგინებით გიორგი იაკობაშვილი. სამივე კანდიდატმა
80-80 ხმა მიიღო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები
იყვნენ:
- მიხეილ ჩიკვილაძე
- დონარა (დოდო) შონავა
- გიორგი იაკობაშვილი
- იზაბელა ოსიპოვა
- სოსო სტურუა
- გიორგი ლაზრიშვილი
- მარინა გიორგაძე
- ემზარ დიასამიძე
- ფირუზ ბოლქვაძე
- პაატა სურგულაძე
- თამარ წილოსანი
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების
შესარჩევი კომისიის შემადგენლობაში იყვნენ:
- დავით მაღლაფერიძე – რადიო
„იმედის“ პროგრამების დირექტორი;
- მაკო ჯაოშვილი – მართვისა და
კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის „ალტერბრიჯის“
ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი;
- გოდერძი შარაშია –
ჟურნალისტი, ტელეწამყვანი;
- ნინო მეუნარგია –
ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის „ჩვენ აქ ვართ“ წამყვანი და ავტორი,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების
დამცველი;
- ოთარ ტატიშვილი –
კინომსახიობი, რადიო და ტელეწამყვანი, ექიმი,
პროფესორი;
- ნინო კაკულია – ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალ
„თბილისის“ რედაქტორი, ჟურნალისტი;
- გედევან ჯინჭარაძე – ანსამბლ
„რუსთავის“ სოლისტი, ფოლკლორისტი;
- ) მარიამ გვიდიანი – ა/ო
„ქალების ხმა – დემოკრატია და უსაფრთხოება“ – აღმასრულებელი
დირექტორი.
- გივი აბესაძე – ფოლკლორული
ანსამბლის – „დიდგორის“ სოლისტი