მარნეულის ბაღებისათვის 2 500 ლიტრი ზეთი იყიდეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა ბაღების გაერთიანება 2 500 ლიტრი ზეთი გამარტივებული წესით, 6 725 ლარად იყიდა. გაერთიანებამ ბაღებისათვის რაფინირებული ზეთი პირდაპირი წესით, შპს ორი ნაბიჯისგან შეისყიდა. ერთ ლიტრ ზეთში 2.69 ლარი გადაიხადა.

მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანება საბავშვო ბაღებისათვის პროდუქტებს ყოველწლიურად ყიდულობს. რისთვისაც 2024 წლისათვის 603 448 ლარი ჰქონდათ გათვალისწინებული.

მათ შორის, ზეთის შესყიდვაში დეკემბრის თვეში 12 664
ლარი გამოყვეს, თუმცა ტენდერი არ შედგა და ის გამარტივებული წესით შეიძინეს. 


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.

კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər