რა ჯდება სკოლასთან დამშვიდობება
იწყება სკოლების დამამთავრებელი პერიოდი. აბიტურიენტები სკოლის დამამთვრებელი ღონისძიებებისთვის ემზადებიან. ჩვენ ქვემო ქართლის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს ვკითხეთ, თუ დაახლოებით რამდენი ლარი უჯდებათ ბოლო ზარის ღონისძიებებისთვის მომზადება. ჩვენს მიერ გამოკითხულ მოსწავლეებს დაახლოებით 1000 ლარამდე სჭირდებათ ბოლოზარისთვის.

,,ჩვენ გვექნება ბოლო ზარის ღონისძიება სკოლაში, ბანკეტი და ექსკურსია. ჩვენი ბოლო ზარი იქნება ბიუჯეტურად საშუალო, შევეცდაეთ, რომ ყევლაფერი ბიუჯეტურად გაგვეკეთებინა. მე ძალიან მომწონს
ბოლო ზარის ტრადიცია, რადგან ცხოვრებაში ერთხელ გვაქვს, ვიანიდან ეს დღე არ განმეორდება. ჩემთვის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა ეს ხარჯები’’
- ამბობს აბიტურიენტი აიგიუნ მიქაევა

სკოლის დამთავრების აღსანიშნავად აიგუნის, დაახლოებითი, ხარჯები ასე აქვს გადანაწილებული და ამბობს, რომ ეს ხარჯები ბევრი მოსწავლისათვის საერთოა:

ბოლო ზარის კაბები (თითოეული მოსწავლე)- 120 ლარი
ფეხსაცმელი (თითოეული მოსწავლე)- 70 ლარი
სალონი(თითოეული მოსწავლე)- 60 ლარი
დეკორაცია (მთელი კლასი) - 300 ლარი
მუსიკა (მთელი კლასი) - 300 ლარი
ავტობუსის დაქირავება (მთელი კლასი) - 250 ლარი
ვიდეო (მთელი კლასი) - 1600 ლარი
ბანკეტის სუფრა (თითოეული მოსწავლე) - 150 ლარი

,,რა თქმა უნდა, როგორც ყველა მეთორმეტეკლასელი აკეთებს ბოლო ზარს, ჩვენც გვექნება ბოლო ზარის ღონისძიება, გავაკეთებთ ბანკეტს მასწავლებლებთან ერთად. თითოეულ მოსწავლეს დაახლოებით 1400 ლარამდე დაგვიჯდება ყველაფრიანად. ბოლო ზარი და ბანკეტი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, ძალიან კარგი ტრადიციაა, რადგან ვემშვიდობებით მასწავლებლებს, წარწერიანი პერანგები კი მოგონებად გვრჩება. ამ ყველაფრით ძალიან დიდ პატივისცემას გამოვხატავთ მასწვალებლებისა და ერთმანეთის მიმართ’’ - ამბობს ქრისტინა ძირკვაძე ახალი დიონისის საჯარო სკოლიდან

ქრისტინას კლასი, სხვა კლასების მსგავსად ბოლო ზარისა და ბანკეტისათვის ფოტო/ვიდეოგრაფების დაქირავებასაც აპირებენ.

ფოტოგრაფი (მთელი კლასი) - 1400 ლარი
რესტორანი (მთელი კლასი) - 5000 ლარი
ჩაცმა (თითოეული მოსწავლე) - 200 ლარი

,,ბოლო ზარის ღონისძიება გვექნება სკოლაში, გვექნება მუსიკები, ლექსები, ცეკვები და ასე შემდეგ. გვექნება ფოტოსესია და შემდეგ კი ბანკეტი. ყველაფრიანად დამიჯდა 300 ლარი. მე ძალიან მომწონს ბოლო ზარის ტრადიცია, რადგან თორმეტი წელი ერთად გატარებულ კლასელებთან სკოლის დამთავრებას აღვნიშნავთ და ეს ყველაფერი კი მოგონებად გვრჩება’’ - ამბობს ქვემო ბოლინისის მეორე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ნეზრინ თურაბოვა

თუბაროვა, ჩვენს მიერ გამოკითხული აბიტურიენტების მსგავსად, ფიქრობს, რომ ბოლო ზარი და ბანკეტი სკოლის დამთავრების აღსანიშნავად კარგი ტრადიციაა.
ბოლო ზარისათვის ემზადება ქვემო ბოლნისის პირველი სკოლის მოსწავლე დინარ ახმედოვიც.

,,ბოლო ზარის ღონისძიება და ბანკეტი გვექნება, მინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს და კარგად დარჩეს მოგონებებში, რადგან ჩემთვის პირველად იქნება მსგავსი მოვლენა. თითოეულ მოსწავლეს დაახლობით 500 ლარამდე დაგვიჯდა. ბოლოზარისთვის ვიდეორგილს ვამზადებთ, მუსიკები და ექსკურსია გვექნება’’ - გვითხრა დინარ ახმედოვმა

მარნეულში სკოლას წელს 2000-მდე მოსწავლე ასრულებს.
საქართველოს მაშტაბით კი ერთიან ეროვნული გამოცდებზე 47 000 აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

ავტორი: ნინო გუსეინოვა

ფოტო: რადიო მარნეულის არქივიდან "ბოლო ზარი სკოლაში"
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər