2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო
ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 678.3 მლნ.
აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე
22.2 პროცენტით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 2
605.5 მლნ. აშშ დოლარი (25.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6 072.9
მლნ. აშშ დოლარი (20.7 პროცენტით მეტი) იყო. უარყოფითმა სავაჭრო
ბალანსმა 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 3 467.4 მლნ. აშშ დოლარი და
საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40 პროცენტი შეადგინა.