2021 წლის 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა
საქსტატმა დღეს 2021 წლის აგვისტოს ეკონომიკური ზრდის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა. 2021 წლის 8 თვეში კი ჯამურად ეკონომიკურმა ზრდამ 12% შეადგინა.

აგვისტოში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 9.3 მილიარდი ლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31.2%-ით მეტია.

2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები