სადახლოს N2 საჯარო სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდგინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სადახლოს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, ადილ შარიფოვი ადასტურებს. მისი თქმით, მასწავლებელს COVID-19 15 ოქტომბერს დაუდგინდა. პედაგოგი თბილისიდან დადის მარნეულში და ქართულ ენას ასწავლის.

"მასწავლებელმა მითხრა, ეჭვი მაქვს შესაძლო ინფიცირებაზეო. მე ნება დავრთე და სახლში წავიდა. მითხრა, რომ არავისთან მქონია კონტაქტიო. მხოლოდ ერთ მასწავლებელი ნახა, ისიც შორიდან. ვისთანაც ჰქონდა კონტაქტი მასაც ვურჩიე, რომ თვითიზლოაციაში ყოფილიყო“- ამბობს სადახლოს საჯარო სკოლის დირექტორი, ადილ შარიფოვი.

აღსანიშნავია, რომ 15 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 919 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 44 ქვემო ქართლზე მოდის.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google