კაბალის მაცხოვრებლებმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ფონდს 12 200 დოლარი ჩაურიცხეს
დღეს, 16 ნოემბერს, ლაგოდეხის რაიონის სოფელი კაბალში შეგროვებული 12 200 დოლარი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ფონდს ჩაურიცხეს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ სოფლის მკვიდრმა, მურად ნიაზოვმა განუცხადა. მისი თქმით, ამ ფორმით აზერბაიჯანის ჯარის დახმარება სურთ.

„ჩვენ სურვილი გაგვიჩნდა, რომ სოფელ კაბალიდან აზერბაიჯანის ჯარს დავეხმაროთ. ასეთ რთულ დღეებში ჩვენი მხარდაჭერით რომელიმე ოჯახს დაეხმარონ, რომლებსაც ომში ჰყავთ დაღუპული ოჯახის წევრები. კაბალის ადმინისტრაციულ ერთეულშ შედის, კაბალი, ყარაჯალარი, განჯალი და უზუნთალა. ამ სოფელბიდან კი 41 000 ლარი (12 200 დოლარი) შეგროვდა. მადლობა ღმერთს, რომ დღეს თანხა გადავურიცხეთ“
- ამბობს მურად ნიაზოვი

აღსანიშნავია, რომ 30 ოქტომბერს სოფელი გარაჩოფის მაცხოვრებლებმა 600-ზე მეტი წვრილფეხა პირუტყვი გაუგზავნეს ჯარს. ამასთან ერთად, 12 ნოემბერს, მარნეულის სოფელ სადახლოს ტერიტორიული ერთეულის მაცხოვრებლებმა დაგროვილი 37 000 ლარი ჩაურიცხეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ფონდს.

{{AUDIO}}


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
“Bizə məktəbdən bildirdilər ki, 29 aprel tarixində
Tbilisidə keçirilən aksiyaya gediləcək”, - Bu barədə
kimliyinin gizli qalmasını istəyən Marneulinin kəndlərindən birində
işləyən müəllim bildirdi.
16:53 / 26.04.2024