როდის იწყება რამაზანის თვე - განმარტება
„რამაზანის თვის დაწყება მთვარის კალენდრით ირკვევა და ზუსტად მთავრის დანახვით დგინდება თარიღი. ეს ასტროფიზიკური ობსერვატორიების მთვარის გეოგრაფიულ ტერიტორიაზე ჩვენების მიხედვით განისაზღვრება“. ამის შესახებ რადიო "მარნეულთან" საუბრისას საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა ჰაჯი რამინ იგიდოვმა განაცხადა. მისი თქმით, ჯერჯერობით კალნედრის მიხედვით განისაზღვრა, რომ რამაზანის თვე 14 აპრილს დაიწყება.

რამინ იგიდოვის თქმით, მეზობელ თურქეთსა და რამდენიმე ქვეყანაში უკვე ცნობილია რომ რამაზანის თვე 13 აპრილს დაიწყება.

„წინასწარ ვულოცავ რამაზნის თვეს. ვისურვებ, რომ თქვენი ლოცვები ღმერთმა მიიღოს. რამაზნის თვე სხვადასხვა ქვეყნებში წიანსწარ გამოაცხადეს და მსი მიზეზი ისაა, რომ ეს ქვეყნები სხვადსხვა რელიგიური თეორიიდან საზღვრავენ თარიღს. ერთი თეორიის მიხედვით, როდესაც მთვარე მსოფლიოს ერთ ნაწილში ამ ფაზაში შევა, ეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებზეც ვრცელდება, ხოლო სხვა თეორიის მიხედვით, ასტრონომიული გათვლების მიხედვით მთვარის გამოჩენა სწორად ითვლება. როგორც ჩვენი ლოცვის, იფტარის და იმსაქის დროა განსხვავებული, ასე რამაზანის დაწყების თარიღებიც იცვლება. ასევე წინასწარმეტყველი მუჰამედის ნათქვამი არსებობს: „ახალ მთვარეს რომ დაინახავთ მარხვა დაიწყეთ, ასევე ახალ მთვარეს რომ დაინახავთ მარხვა დაასრულეთ“.

იგიდოვმა ასევე აღნიშნა, რომ ყოველ წელს რამაზანის თვის დასაწყისსა და დასასრულს ოსახლეობაში ჩნდება კითხვა თუ როდისაა ფიტრის დღესასწაული.

„რელიგიური კალენდრებში რამაზანის თვის დასაწყისი დაახლოებით განისაზღვრება. ამ დღესასწაულის ზუსტი დღე არაა განსაზღვრული. ამიტომ წინასწარ გამოცხადება, რომ დღესასწაული ამ და ამ დღეს იქნება, არასწორია. ეს უმეტესი ისლამური მეცნიერებების აზრია. სამწუხაროდ, ზოგი ქვეყნები ახლა აცხადებენ მომდევნო წლებში რამაზანის დღესასაწულის თარიღს. ძვირფასო მუსლიმებო, რა თქმა უნდა, გავითვალისწინოთ რომ რამაზანის და დღესასწაულის სხვადასხვა დღეებში დაწყება მუსლიმებს შორის ერთიანობის დარღვევის მიზეზი არ უნდა იყოს. ერთი დღით ადრე მარხვის დაწყება ძალიან კარგია. ღმერთმა მიიღოს თქვენი ლოცვა. ამინ!“.

ისლამის რელიგიაში რამაზანის თვე ყველაზე წმინდა თვეებთაგან ერთ-ერთია. მას თერთმეტი თვის სულთანსაც უწოდებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
“Bizə məktəbdən bildirdilər ki, 29 aprel tarixində
Tbilisidə keçirilən aksiyaya gediləcək”, - Bu barədə
kimliyinin gizli qalmasını istəyən Marneulinin kəndlərindən birində
işləyən müəllim bildirdi.
16:53 / 26.04.2024