სოფელ გოჩულუს მოსახლეობა სარწყავი წყლის მითვისებაში თანასოფლელს ადანაშაულებს

სოფელ გოჩულუს მოსახლეობა  სარწყავი წყლის მითვისებაში თანასოფლელს ადანაშაულებს.


ბოლნისის მუნიციპალიტტეის სოფელ გოჩულუს (ჭაპალა) მაცხოვრებლები სარწყავი წყლის არ არსებობის გამო ჩივიან. ამ მიზეზით  29 ივნისს,  სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. მაცხოვრებლების თქმით 2000 წლებში თავიანთ ხარჯით მოსავლის მოსარწყავად  არხი გააკეთეთ,  მაგრამ დღეს აღნიშნული სარწყავი არხით ვერ სარგებლობენ.

მოსავალი უწყლობის გამო ფუჭდებათ. მაცხოვრებლების თქმით, სოფელ ჯაფარლოში მცხოვრები შოთა იობაშვილი  გოჩულუსა.და იმირჰასანში წყლის მიწოდებას უშლის ხელს.

ამბობენ, რომ წლებია აღნიშნულ მეწარმეს ფულსაც უხდიან, მაგრამ როცა ზაფხული მოდის მოსავალს ვერ რწყავენ.  მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნაა აღნიშნული წყლის არხი საქართველოს მელორაციის სამსახურის ბალანსზე გადავიდეს. იმედოვნებენ,  რომ  ამის შემდეგ მათი წყლის პროგრამა მოგვარდება.

"ჩვენი შორმით ვიყიდეთ. ახლა ვიღაცამ აითვისა ჩვენი არხი. ეს წყალი ჩვენ გვყოფნის სოფელს. უბრალოდ ეს ადამიანი კეტავს არხს და სოფლის ბოლოს თავისი ჰექტარი აქვს და იქ უშვებს სარწყავ წყალს. ჩვენი მოთხოვნა ისაა რომ წყალი გაუშვან. ხალხმა გააკეთა  და სხვა სარგებლობს"

მაცხოვრებლები აცხადებენ რომ რამდენიმეჯერ შესაბამის ორგანოებს მიმართეს მაგრამ პრობლემა არ მოგვარდა.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google