სავალან მირზოევს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, სავალან

მირზოევი,  კორონავირუსით დაინფიცირდა.

მირზოევმა რადიო "მარნეულთან" საუბრისას განაცხადა,  რომ თავს კარგად გრძნობს. ამბობს, რომ ვაქცინირებულია და  ვირუსი მსუბუქ ფორმაში აქვს.

"ამჟამად ტკივილი, სიცხე და სხვა სიმპტომები არ მაქვს. სახლის პირობებში ვაგრძელებ მკურნალობას. მხოლოდ ერთი დღე მქონდა მაღალი სიცხე. მაგის მერე არაფერი არ მაქვს. ექიმებთან კონტაქტი მაქვს. მათაც დაადასტურეს , რომ რადგან აცრილი ვარ , დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.  სისხლის ანალიზიც აიღეს. ნორმალურად მაქვს ყველაფერი, ცვლილება არაა. ახლა როგორც ექიმები ამბობენ, ორგანიზმში არანირი ვირუსი არ მაქვს. მაგრამ რამდენიმე დღე უნდა დაველოდოთ"

მისი თქმით , ინფიცირების წყაროს შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

"ბევრ ადამიანთან მქონდა კონტაქტი. არ ვიცი სად შემხვდა ვირუსი. ჯერ არც ერთ მათგანს არ დაუდგინდა კორონვირუსი. გარდბანშიც რამდენიმე ახლობელმა ტესტი გაიკეთა ვისთანაც კონტაქდი მქონდა. მათაც არ დაუდგინდათ ვირუსი.ისინიც თვითიზოლაციაში გადავიდნენ. "

სავალან მირზოევმა 16 ივნისს, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მეორე დოზა გაიკეთა.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google