მარნეულში „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სია კიდევ ერთმა წევრმა დატოვა
„ევროპული საქართველოს“ საარჩენო სია მარნეულში მაჰმუდ ახმედოვმა დატოვა.
მან დღეს, 20 სექტემბერს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას სიიდან ამოღება მოსთხოვა. ევროპული საქართველოს ყოფილმა წევრმა მაჰმუდ ახმედოვი რადიო მარნეულთან საუბრისას გამოაცხადა რომ პარტიის დატოვების მიზეზი უსამართლობაა.

„მე 2017 წელს ევროპული საქართველოდან ყულარის ტერიტორიული ერთეულის მაჟორიტარი ვიყავი. მაჟორიტარობის დროს მე მომმართავდნენ პრობლემებთან დაკავშირებით. მე ვამბობდი რომ ბატონ ახმედთან ერთად მოვაგვარებთ. ჩვენ ბატონ ახმედს ვუთხარით. მისგან არანირი პასუხი არ მივიღეთ. ჩვენც მატყუარა გამოვედით ხალხთან. რამდენჯერ მივმართეთ. ვნახე, რომ მიმართვეს არ აქცევენ ყურადღებას. გადავწყვიტე პარტიის დატოვება. ახმედთან ისეთი ადამიანები არიან, რომ პარტიის ღირსები არ არიან. ისინი აბინძურებენ პარტიის სახელს. სამწუხაროა, რომ ახმედმა მათ დაუჭირა მხარი ჩვენ - არა.“

მაჰმუდ ახმედოვის თქმით, ჯერრჯერობით არ გეგმავს რომელიმე პარტიას შეუერთდეს. თუმცა სამომავლო გეგმებს პოლიტიკას უკავშირებს. მაჰმუდ ახმედოვმა ისიც აღნიშნა, რომ პარტიის დატოვებისთვის მასზე არანირი ზეწოლა არ მომხდარა და გადაწყვეტილება თავად მიიღო.

„ჩემზე სუს-დან არანირი ზეწოლა არ მომხდარა. უბრალოდ პარტიაში ჩემს მიმართ უსამართლობა იყო. ახმედი ამბობდა ვითომ სუს-იდან მუქარა იყო ჩვენს მიმართ. ეს ასე არაა, არავინ არ მემუქრებოდა მე. არც შეთავაზება არ მიმიღია არავისგან. არც მე არ შევხვედრივარ მათ და ვერც ისინი გაბედავდნენ ჩემთვის შეხვედრის დაგეგმვას. იმიტომ რომ „ევროპულ საქართველოში“ და მარნეულში ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც თავის სათქმელს იტყვის“

აღსანიშნავია, რომ 17 სექტემბერს მარნეულში „ევროპული საქართველოს“ პარტიული სიის 35-ე ნომერმა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას პარტიული სიიდან მისი ამოღების მოთხოვნით მიმართა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას. „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა ელდანიზ კეჩალოვმა თქვა, რომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google