ზაურ დარგალი "ქართული ოცნების" მხარდამჭერის მიერ "ლეიბორისტული" პარტიის წევრის დაჭრის ფაქტს უარყოფს
დღეს, 2 ოქტომბერს პარლამენტარმა, ზაურ დარგალმა,სოფელ დაშტაფაში მომხდარი დაჭრის შემთხვევასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, დეპუტატმა რადიო მარნეულთან საუბრისას განაცხადა, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერებს და აქტივისტებს,არანაირი კავშირი არ აქვს,ლეიბორისტული პარტიის წევრის დაჭრასთან, მისი თქმით მომხდარი ინციდენტი, ენმ-ს და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებს შორის მოხდა, თუმცა ოპოზიციური პარტიები ატასდურებენ,რომ შემთხვევა ქართული ოცნების მხარდამჭერების მხრიდან განხორციელდა.

"სოფელ დაშტაფში მომხდარზე, ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ვითომ ქართული ოცნების მხარდამჭერებმა, ლეიბორისტების წევრი დაჭრეს, ეს სრულიად ცრუ ინფორმაციაა. უბნის წინ დაწყებული დავა ენმ- და ლეიბორისტების მხარდამჭერებს შორის მოხდა. ერთმანეთს შეურაწყოფა მიაყენეს, შემდგომ ეს ამბავი საარჩევნო უბნის მიმდებარედ გაგრძელებულა და დაპირისპირებისას დაჭტის ამბავიც მათ შორის მოხდა, ამასთან ქართულ ოცნებას არანირი კავშირი არ აქვს, ჩვენმა ყველა აქტივისტმა,ყველა მხარდამჭერმა იცის რომ პროვოკაციაზე წასვლა არ შეიძლება, ამ არჩევნებში გამარჯვებულები ვართ, ამ არჩევნებში პროვოკაცია მხოლოდ ენმ-ს დ ოპოზიციას აწყობს,რადგან იციან,რომ არჩევნებს მაღალი პროცენტით აგებენ ".

განახადა დარგალმა ბრიფინგზე.

აღსანიშნვია რომ დღეს სოფელ დაშტაფაში, 52-ე უბანზე ლეიბორისტების წევრი დაჭრეს. ლეიბორისტული პარტიის კანდიდატმა, ალი ბადიროვმა, რადიო მარნეულის ეთერში განაცხადა,რომ დაჭრის ფაქტი,ქართული ოცნების მხარდამჭერის მხრიდან განხორციელდა. დაჭრილი ამჟამდ მრნეულის ავერსის კლინიკაში იმყოფება,მისი მდგომარეობა სტაბილურია.

პოლიციამ უკვე დააკავა დამნაშავეები.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
“Bizə məktəbdən bildirdilər ki, 29 aprel tarixində
Tbilisidə keçirilən aksiyaya gediləcək”, - Bu barədə
kimliyinin gizli qalmasını istəyən Marneulinin kəndlərindən birində
işləyən müəllim bildirdi.
16:53 / 26.04.2024