ჰაჯი რამინ იგიდოვი პრემიერ-მინისტრის კაზინოებთან დაკავშირებულ ინიციატივას შესაქებელ ნაბიჯად თვლის
„სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ონლაინ კაზინოებზე გადასახადის დაწესების, რეკლამების აკრძალვის და მომხმარებლების 25 წლამდე გაზრდის ინიციატივას ეხმაურება. იგიდოვმა რადიო მარნეულთან საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობის მიერ ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით შეზღუდვების გადაწყვეტილება, დადებითი მოვლენაა.

„რა თქმა უნდა, ყველა აზარტული თამაში საერთოდ რომ აიკრძალოს უფრო კარგი იქნებოდა. ასეთ მავნე ჩვევებზე გაზრდილი თამაშები ახალაგზრდებს აშორებს მეცნიერულ განვითარებას, განათლებას,შრომას და პროფესიას. ცხოვრებაში მუშაობის უნარის დაკარგვასთან ერთად მათ სოციალურ და ფსიქოლოგიურ დარტყმასაც უტოვესბ.“

რამინ იგიდოვის თქმით, რელიგია აისლმაში თამაშები აკრძალულია.

„ისლამი თამშების მცირე ზღავრსაც აკრძალავს დაყ ურანის ენით რომ ვთქვათ, ეს ითველბა ეშმაკის საქციელად. ამიტომ მავნე ჩვევების აკრძალვა ქვეყნას სწორ გზაზე დადგომაზე და განვითარებამდე მიიყვანს.“

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 22 ნოემბერს ონლაინ კაზინოებზე გადასახადის დაწესების, რეკლამების აკრძალვის და მომხმარებელთა ასაკის 25-მდე გაზრდის ინიციატივით გამოვიდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
“Bizə məktəbdən bildirdilər ki, 29 aprel tarixində
Tbilisidə keçirilən aksiyaya gediləcək”, - Bu barədə
kimliyinin gizli qalmasını istəyən Marneulinin kəndlərindən birində
işləyən müəllim bildirdi.
16:53 / 26.04.2024