მარნეულელი აქტივისტები მოსახლეობას სოფლის ქუჩების დასახელებების ჩამონათვალს სთავაზობენ
ქვემო ქართლში სახელმიწფო რწმუნებულის,  გიორგი დოხტურიშვილის ინციატივით,  რეგიონში ქუჩების დასახალების პროცესი დაიწყო. ერთ-ერთი მარნეულია. ადგილობრივი თვითმმართველობის სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა უკვე  გამართა სოფელ დიოკნისში.   მუნიციპალიტეტის მასშტაბით სრულადაა დასახელებული ქალაქი მარნეული, სოფელი საიმერლო, წერეთელი, ყიზილაჯლო და იმირი.

ამ ეტაპზე დაგეგმილია ალგეთის, საბირკენდის, ალავარის, დიოკნისის, თამარისის, ქეშალოს, აღმამედლოს, კასუმლოს, კაჩაგნის, სადახლოს, შაუმიანის, შულავერის და ნორგიულის ნუმერაცია. დასახელებების პროცესში ადგილობრივები ჩაერთვებიან.

სამირა ბაირამოვა მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტია, რომელმაც საკუთარი ინიცატივით გააკეთა იმ ადამიანების სია, რომლებიც შესაძლებელია ქუჩების დასახელებებისას გამოიყენონ. ბაირამოვამ პოსტი "ფეისბუკზე" გამოაქვეყნა. სიაშია  საქართველოში დაბადებული ადამიანები, საზოგადოებრივი, პოლიტიკური, სამხედრო და კულტურის მოღვაწეები. ბაირამოვამ რადიო "მარნეულთან" საუბრისას განაცხადა,  რომ თემი ამ პროცესის დასაწყებად  ჯერ მზად არაა.

"სამწუახროდ,  თემები ამისთვის მზად არ იყვნენ. პროცესი მალე დაიწყო. ორგანიზებასთან, მოსახლეობის ინფორმირებასთან დაკავშირბეით,  ვფიქრობ , პრობლემები იყო. ქუჩების დასახელებასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს სოფლის ღირსეული პიროვნებების, სრულიად საქართველოსთვის, აზერბაიჯანელებისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების სახელები. შეიძლება საქართველოში დაიბადა, მაგრამ ზოგი მიზეზების გამო, საზღვარგარეთ მოუწია მოღვაწეობა. ასეთი პირების სახელების დარქმევა უკეთესი იქნებოდა"

ქუჩების დასახელებასთან დაკავშირებით,  მოხალისეების ჯგუფიც შეიქმნა. აქტივისტის თქმით, მისი ინიციატივის შემდეგ, ორგანიზაციები და რიგითი ადამიანებიც შეუერთდნენ.   გადაწყვიტეს, რომ მოხალისეებმა ერთად იმსჯელონ ქუჩების სახელებზე.

"ახლა ერთი ჯგუფია შექმნილი. ყველა მოხალისეობრივად მუშაობს. სოფელბიდან ახალგაზრდები, შუახნის ადამიანები, ფეისბუქზე ვაცხადებთ საჯაროდ ვისაც უნდა ჩაგვერთოს ამ პროცესში. ვისაც უნდა უბრალოდ რჩევები მოგვცეს, დაგვეხმაროს ყველას შეუძლია შემოგვიერთდეს. ქვემო ქართლშიც არსებობს ჯგუფები და  ხალხს მიაწოდებენ ინფორაციას. მოსახლეობასთან იქნება საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები. იმიტომ, რომ მოსახლეობამ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით"

ბაირამოვა იმედოვნებს რომ ადგილობრივ ხელისუფლება ამ პროცესში მოსახლეობის აზრს გაითვალისწინებს.

" წინა პრაქტიკაზე რომ ვილაპარაკოთ, ადრე სამოქალაქო ბიუჯეტი იყო.მიდიოდნენ ხალხს ხვდებოდნენ ხოლმე პროექტების ფარგლებში. ჩვენ რამდენიმეჯერ რადიო მარნეულის ეთერიდანაც ვუყურეთ, რომ სოფლის გამგებელი გაველნას ახდენდა მაცხოვრებლების აზრზე. მათ ეუბნებოდნენ ეს და ეს აირჩიეთო. ეს შეხვედრები შუა სოფელში, ჩაიხანაში ტარდება. პროცესები როგორ განვითარდება ეს არ ვიცით. შეიძლება გარკვეული ჯგუფები შეეცდებიან მოსახლეობის აზრზე გავლენა მოახდინონ. ამის შესახებ არ ვიცი. მაგრამ ეს არის როგორც არჩევნები .არჩევნებში ადამიანი როგორც მიდის უბნამდე და გარეთ მას რას ეუბნებიან, როგორ ახდენენ გაველნას, ესეც მსგავსი რამეა. მაინც ვფიქრობ, რომ ეს ადგილობრივებისთვის მნიშვენლოვანი საკითხია და მათ აზრს გაითვალისწინებენ. მერე ეს საკრებულოშიც განიხილება"

რადიო მარნეული რამდენიმე სოფელში იმყოფებოდა და მოსახლეობის აზრის გაგებას შეეცადა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ პირველ რიგში,  მათი სოფლიდან ცნობილი პიროვნებების სახელები უნდა დაასახელონ.

"ძალიან კარგი ინიციატივაა. მივესალმები ამ იდეის წამოწყებას. ჩვენი სოფელი ძალიან დიდია. სოფლის ქუჩებს არ ვიცნობთ და ერთმანეთს ვეკითხებით ხოლმე. ამიტომ,  ქუჩებს დასახელებები რომ ქონდეს, კარგია.  ქუჩების დასახელებას დიდი მნისნელობა აქვს. ჩვენი სოფლის ისტორია რომ გავიხენოთ, სოფელს ცნობილი და მნიშვნელოვანი ადამინები ჰყავდა. მაგალითად, ომის ვეტერანები და ისეთი ადამიანები, ვინც ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ამიტომ, ვინც ამ დასხელებებზე იმუშავებს, უნდა აარჩიონ მნიშვნელოვანი და კარგი ხალხი. "

"მე ჩემს პირად აზრს გიზიარებთ. სოფლების ქუჩები  ჩვენი თემისთვის მნიშვნელოვანი ადამინების სახელებს უნდა ატარებდეს. ვინც ჩვენთვის და საზოგადოებისთვის კეთილი საქმე გააკეთა. მაგალითისთვის რომ გითხრათ,  1985 წლიდან ჩვენი სკოლის დირექტორი იყო  ბატონი საიათი.  ეს კაცი ისეთი მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენთან ერთ ქუჩას მის სახელს დავარქმევდი.  ჩვენი სოფლისთვის მნიშვნელოვანი, ასე ცნობილი ადამინების სახელები უნდა იყოს. რადგან აზერბაიჯანული სოფელია, აზერბაიჯანელებიც რომ იყვნენ, კარგი იქნება."

"ჩვენთან სოფელში ქუჩები დანომრილია. მე თვითონ ვიღებდი ამ პროცესში მონაწილეობას.  ძალიან კარგია, მომწონს, რომ დასახელებების პროცესი იწყება.  იმ პირობით მომწონს, თუ ჩვენი  თემის წარმომედგენლებიც იქნებიან ამ სიაში.  საქართველოსთვის ცნობილი მნიშვნელოვანი ადამინები. არ იფიქრონ, რომ ქართველები არ გვინდა -  შერეული იყოს. ჩვენი სურვილებიც გაითვალისწინონ. ჩვენ საქართველოში ვცოვრობთ და შერეული უნდა იყოს"

"მივესალმები ამ დასახელებების ინციატივას. ჩვენ კარგი, გმირი შვილები გყვავს, რომლებიც ომში მონაწილეობდნენ. მეცნიერები გყავავდა. კარგი მასწავლებლებიც გყვავდა"


სოფლებში ქუჩებისათვის სახელების შერჩევა მოსახლეობის ინიციატივით ხდება და რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ადგილობრივები მერიის სამუშაო ჯგუფს, რომელიც დაახლოებით 10 ადამიანისგან შედგება, თავიანთ ვერსიებს აცნობენ. იმ შემთხვევაში თუ ყველა ერთ სახელზე შეჯერდება, საკითხი განსახილველად გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას ეგზავნება. საბოლოოდ დასახელების მინიჭება კი, საკრებულოს პრეროგატივაა.

გთავაზობთ სამირა ბაირამოვას მიერ ქუჩების დასახელებასთან დაკავშირებით მომზადებულ სიას :

•ხუდუ ბორჩალო- გენერალი, ქართულ ჯარში საკავალერიო დივიზიის უფროსი;
•კუტლუ არსლანი - მე-12 საუკუნის ბოლო მე-13 საუკუნის დასაწყისში სამხედრო მეთაური, სახელმწიფო მოღვაწე, 1884 წლს საქართველოში პირველი პარლამენტის შემქნელი;
•ფერი ხანუმ სოფიევა - პირველი მუსლიმი ქალი დეპუტატი;
•ვალეჰ ჰაჯილარი - საქართველოს ლიტრატურისმცოდნებობის აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი;
•აშუღ ქამანდარი - ხელოვნების მოღვაწე
•ჰუსეინ სარაჯლი - ხელოვნების მოღვაწე;
•ბულბული (სრული სახელი: მურთუზა მეშედი რზას ძე მამედოვი) - აზერბაიჯანის ოპერის მომღერალი (ლირიკა-დრამატიული ტენორი), კლასიფიკაციის შემსრულებელი, მუსიკალური ფოლკლორის მკვლევარი, აზერბაიჯანის პროფესიონალური ვოკალური ხელოვნების შემქნელი;
•ჰესენ ბეი აგალაროვი - გენერალი, ლეიტენენტი;
•ენვერ ჰუმბეთოვი - აფხაზეთის ომის მონაწილე, ეროვნული გმირი;
•ნიგარ შიხლინსკაია- პირველი აზერბაიჯანელი მედდა, პირველი განათლებული აზერბაიჯანელი ქალი. პირველ მსოფლიო ომში დაჭრილების დამხმარე ქალთა კომიტეტის უფროსი, გენერალი ალიაღა შხლინსკის მეუღლე.
•გეისარ კაშიევა - პირველი აზერბაიჯანელი მხატვარი ქალი;
•შოვკატ მამედოვა - პირველი პორფესიონალი ქალი მომღერალი (ლირიკური კოლორატურ სოფრანო), ოპერის მსახიობი, თეატრის მოღვაწე;
•ალიმერდან ბეი თოფჩუბაშოვი - აზერბაიჯანის ხალხური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე;
•ხადიჯა ოსმან ბეის ასული გაიბოვა - ხელოვნების მოღვაწე და პირველი აზერბაიჯანელი ქალი პიანისტებიდან ერთ-ერთი;
•აბდულა შაიგ - აზერბაიჯანელი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, ფუბლიცისტი, პედაგოგი, ლიტერატურისმცოდნე, თარჯიმანი;
•ნარიმან ნარიმანოვი - მწერალი-დრამატურგი და ექიმი;
•ჰუსეინ მამედოვი - პოლიტიკოსი, პარტია „ჰუმმეთი“-ს თანადამფუძნებელი;
•აჰმედ ბეი ფეფინოვი - აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მდივანი, მინისტრთა კაბინეტის წევრი, მინისტრი;
•შეიხ მამედალი ჰუსეინის ძე- კავკასიის მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სამმართველოს უფროსი (1930-1935 ), ცნობილი რელიგიის მოღვაწე და ღვთისმეტყველი;
•ემინ აგა აჯალოვი - სამხრეთ-დასავლეთ კავკასიური თურქეთის რესპუბლიკის მილი მეჯლისი უფროსი (1919);
•ომერ ფაიგ ნემანზადე - სამხრეთ-დასავლეთი კავკასიური თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი (1918), მწერალი, პუბლიცისტი
•ჰესენ სეიდოვი - აზერბაჯანის საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს უფროსი (1981-1988), აზერბიაჯნის საბჭოთა კავშირის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე;
•ფირუდინ ბეი ვეზიროვი - გენერალ-მაიორი;
•ჰასან ჰასანოვი - აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი პრემიერი (1991-1992) აზერბაიჯანის სახელმწიფო მოღვაწე;
•მეჰრალი ბეი დარვაზლი - გენერალ-მაიორი, ოსმალეთის იმპერიის სამხედრო მოღვაწე;
•ისრაფილ ბეი იადიგაროვი - გენერალ-ლეიტენანტი;
•ჰესენ ბეი იადიგაროვი - გენერალ-მაიორი;
•ასადულა ბეი იადიგაროვი;
•დავუდ ბეი იადიგაროვი;
•ველი ბეი იადიგაროვი - პოლკოვნიკი;
•აბდულჰამიდ ბეი გაითაბაში - სამხედრო მოღვაწე, აზერბაიანის სახალხო რესპუბლიკის ჯარის გენერალ-მაიორი;

•ახუნდ იუსიფ თალიბზადე- გენერალ-მაიორი,აზერბაიჯანის საბჭოთა კავშირის სამხედრო მოღვაწე;
•რეშიდ ბეჰბუდოვი - ცნობილი აზერბაიჯანელი მომღერალი;
•რეშიდ იუსუფოვი - მსოფლიოშო ცნობილი ფალავანი;
•მოჰსუნ სენანი - ცნობილი აზერბიაჯანელი მსახიობი, თეატრის მოღვაწე;
•იბრაჰიმ ისფაჰანლი - აზერბიაჯანელი მსახიობი, თეატრის მოღვაწე;
•ჰუბეიშ ტიფლისი- მეცნიერი;
•ქემალ თალიბზადე - აკადემიკოსი, მეცნიერების, კულტურის, ლიტერატურის და განათლების მოღვაწე;
•აბას ჰაჯიევი - ფილოლოგ მეცნიერი, ლიტერატურისმცოდნე, კრიტიკოსი,თბილისის ლიტერატურული გარემის და თბილისი აზერბაიჯანის თეატრის მკვლევარი
•მედეთ ჩობანოვი - ნიუ-იორკის სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსი, ფილოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
•აივაზ ჰასანოვი - საქართველოს საბჭოთა კავშირის სოფლის  მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
•ჰაჯი მურად ხალილოვი - ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე;
•ზაჰიდ ხალილოვი - აზერბაიჯანის საბჭოთა კავშირის სახელმწიდო მოღვაწე, ცნობილი მათემატიკოსი-მეცნიერი, აკადემიკოსი, 1962-1967 წლებში აზერბაიჯანის საბჭოთა კავშირის მეცნიერების აკადემიის პრეზიდენტი;
•იუსიფ ზია თალიბზადე - პედაგოგოი, პოლიტიკოსი, სამხედრო (გენერალ-მაიროი);
•ზელიმხან იაკუბი - პოეტი;
•ნიაზი (ნიაზი ზულფიგარ ბეის ძე ტაგიზადე (ჰაჯიბექოვი)) - აზერბაიჯანელი დირიჟორი და კომპოზიტორი. საბჭოთა კავშირის სახალხო მომღერალი;
•გოვჰარ გაზიევა - პირველი აზერბაიჯანელი ქალი მსახიობი;
•ნოდარ შაშიგოღლუ - დრამატიული თეატრის და კინოს მსახიობი;
•ალი გურბანოვი - მსახიობი, აზერბაიჯანის საბჭთა კავშირის სახალხო მომღერალი;
•აზიზა მამედოვა - მსახიობი, აზერბაიჯანის საბჭთა კავშირის დამსახურებული არტისტი;
•ასკერ ისმაილოვი - კინო ოპერატორი, აზერბაიჯანის საბჭთა კავშირის დამსახურებული ხელოვნების მოღვაწე;
•აიდინი ჰუსეინოვი - აზერბაიჯანელი მოჭადრაკე, საერთაშორისო გროსმეისტერი;
•დილარა ალიევა - ლიტერაურისმცოდნე, თარჯიმანი, 1960 წლიდან;
•აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი, საქართველოს დამსახურებული კულტურის მუშაკი, ფილოლოგიის მეცნიერების დოქტორი, 1988 წელი აზერბაიჯანული სახალხო მოძრაობის აქტიური მონაწილე;
•ხადიჯა ალიბეიოვა - აზერბაჯანელი პუბლისიტი, გამომცემელი, პირველი აზერბაიჯანელი ქალი რედაქტორი;
•რაჰილა ხანუმ ჰაჯიბაბაბექოვა - აზერბაიჯანელი განათლებული ქალებიდან ერთ-ერთი-ბაქოში მუსლიმი გოგონებისტვის პირველი უმაღლესი-დაწყებითი სკოლის უფროსი;
•შაფიგა ეფენდიზადე - განათლების მოღვაწე, აზერბაჯანელი სახალხო რესპუბლიკის პარლამენტის ერთადერთი ქალი თანამშრომელი;სამხრეთი კავკასიის პირველი ქალი ჟურნალისტი ითვლება;
•უსიფ იუსიფოვი - საზოგადოებრივი მოღვაწე, დამსახურებული პედაგოგი, ლიტერატურის მკვლევარი;
•ჯამალ მუსტაფაევი - პროფესორი;
•ისა ისმაილზადე - პოეტი, თარჯიმანი,პუბლიცისტი;
•ნები ფახრალო - პოეტი;
•ნოვრუზ თეჰლელი - პოეტი;
•აფლატუნ სარაჯლი- პოეტი, თარჯიმანი,პროფესორი;
•ზულფიგარ რზაევი - ექიმი, ტრავმატოლოგი
;
•სულეიმან ეფენდი სულეიმანლი- გაზეთი გურჯიტანის მთავარი რედაქტორი;
•ოსმან ეჰმედოღლუ - პოეტი;
•აშუღი ხინდი მამედი
•აშუღი ემრაჰ გულმამედოვი;
•აბდულა აბას ჰაჯალოღლუ - პოეტი, ლიტერატურისმცოდნე, თარჯიმანი;
•აშუღ გულაბი ველიევი;
•ისა სადიგ - პოეტი.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google