ფოთში ჩატარებულ ჩემპიონატზე მარნეულელმა სპორტსმენმა წარმატებით იასპარეზა

ფოთში ჩატარებულ ჩემპიონატზე მარნეულელმა სპორტსმენმა, ალი ახმედოვმა მეორე ადგილი დაიკავა.

5-10 აპრილს ქალაქ ფოთში ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატზე მარნეულის სპორტ სკოლის მოკრივეებმა მიიღეს მონაწილეობა. მონაწილეებიდან ერთ-ერთმა, ალი ახმედოვმა, მოწინააღმდეგე დამარცხა და ფინალში გავიდა. ფინალში კი ზუგდიდელმა სმპორტსმენმა გაიმარჯვა.

"ფოთში ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატი 2006-2007 წელს დაბადებული სპორტსმენებს შორის ჩატარდა. ჩვენ სამი სპორტსმენით მივიღეთ მონაწილეობა. ესენი არიან ალი ახმედოვი, ჯელალ სალაჰლი და რენათ გოზალოვი. ჩვენმა სპორტსმენები წარმატებით გავიდნენ შეჯიბრზე. 46 კგ წონაზე ალი ახმედოვმა მოწინააღმდეგები დაამარცხა და ფინალში მეორე ადგილზე გავიდა. ალი ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრების გუნდის რიგებში მოხვდა. "- თქვა როიალ ყარაბარლიმ

როიალ ყარაბაღლის თქმით, ახლა ისინი მომდევნო შეჯიბრებისთვის ემზადებიან.

"ამ შეჯიბრზე ჩვენი სპორტსმენის გამარჯვებამ მოტივაცია მოგვცა რომ უფრო მეტი ვივარჯიშოთ. 3-8 მაისს მარნეულში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება. შეჯიბრი 2008-2009 წელს დაბადებულ სპორტსმენებს შორის ჩატარდება. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო შეჯიბრზეც გავიმარჯვებთ“ -
თქვა როიალ ყარაბაღლიმ.

ქალაქ ფოთში ჩატარებულ ჩემპიონატზე 25 ქალაქიდან და რაიონიდან 150-მდე სპოეტსმენმა მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ სპორტსმენების მწვრთნელი როიალ ყარაბაღლი და რომან ორუჯოვია.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
“Bizə məktəbdən bildirdilər ki, 29 aprel tarixində
Tbilisidə keçirilən aksiyaya gediləcək”, - Bu barədə
kimliyinin gizli qalmasını istəyən Marneulinin kəndlərindən birində
işləyən müəllim bildirdi.
16:53 / 26.04.2024