გარდაბნელმა სპორტსმენმა ბუდაპეშტში ჩატარებულ მსოფლიო თასზე მონაწილეობა მიიღო

გარდაბნელმა სპორტსმენმა ქენან ბაირამოვმა ბუდაპეშტში ჩატარებულ მსოფლიო თასზე მონაწილეობა მიიღო.

საქართველოს კიქბოქსინგის ეროვნული ფედერაციის სპორტსმენი ქენან ბაირამოვი 2-5 ივნისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარებუს კიკბოქსინგ Wako- ს მსოფლიო თასზე მონაწილეობდა.

ქენან ბაირამოვი 1/8 ეტაპი წარმატებით გაიარა და 1/4 ეტაპზე ავიდა. 1 / 4ეტაპზე კი უკრაინელი სპორტსმენი დაამარცხა და პირველ ხუთეულში მოხვდა.

სპორტსმენმა მიღებული შედეგებით ნოემბრის თვეში ანტალიაში ჩასატარებელ “Wako-Avropa” ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

ქენან ბაირამოვი პროფესიონალურ კიკბოქსინგში ბ-კლასის შეჯიბრებებში ერთვება. ის ამ სფეროში ბევრი პროფესიონალური შეჯიბრის გამარჯვებული გახდა.

ახლა გარდაბნელი სპორტსმენი ოქტომბერში გერმანიაში ჩასატარებელ პროფესიონალურ შეჯიბრებისთვის ემზადება. ეს შეჯიბრი ევროპაში ცნობილი სახეობებიდან ერთ-ერთია.

აღსანიშნავია, რომ ქენან ბაირამოვი გარდაბანში მოქმედი კლუბი ყარაჯალარის სპორტსმენია. მისი მწვრთნელი კი ისფაჰან ალიევია.

 


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
“Bizə məktəbdən bildirdilər ki, 29 aprel tarixində
Tbilisidə keçirilən aksiyaya gediləcək”, - Bu barədə
kimliyinin gizli qalmasını istəyən Marneulinin kəndlərindən birində
işləyən müəllim bildirdi.
16:53 / 26.04.2024