„ახალი აზროვნების ინსტიტუტმა“ დაარსების შვიდი წელი აღნიშნა

1 სექტემბერს, ხულდარას სათემო ცენტრში „ახალი აზროვნების ინსტიტუტმა“ დაარსების 7 წელი აღნიშნა.

„ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ თანადამფუძნებელმა, არიზ დაშდემირლიმ, რადიო მარნეულთან საუბრისას დონორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა.

 


„უკვე 7 წელი მოვტიოვეთ უკან. უკან რომ გავიხედოთ, უბრალოდ სიამაყის გრძნობა გვაქვს. პატარა თემიდან რეგიონალური ცენტრად გადაქცევაში, გრძელი გზაზე, ჩვენს გვერდით ვინც იდგნენ, მხარდაჭერა გამოგვიცხადეს. რადიო მარნეულით დაწყებული ყველა მედია ორგანიზაციას ვუხდით მადლობას. 7 წლისთვის ქამრან ეფენდიევით დაწყებული გუნდის ყველა წევრს ვულოცავ. ამ გზაზე როცა გავდიოდით, დიდი მოაზროვნე რუმის ეს ნათქვამი სლოგანად ავიღეთ „ერთი სანთელი სხვა სანთელის ანთებით თავის სინათლისაგან არაფერს აკლებს“. ვიმედოვნებთ რომ 7 წლის წინანდელი ანთებული სანთელი არასდროს ჩაქრება"

აღსანიშნავია რომ „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ სოფელ ხულდერეში 2017 წლიდან მოქმედებს და მისი დამფუძნებელი ქამრან ეფენდიევი, ნუცა დემეტრაშვილი და არიზ დაშდმიროვი არიან. აღსანიშნავია, რომ ქამრანის, ნუცას და არიზის მიერ დაფუძნებული კიდევ ორი ცენტრი 2015 წელს დაფუძნდა და მოლაოღლსა და სადახლოში მოქმედებს. ცენტრის ძირითადი მიზანი ახალგაზრდების განვითარება, სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა და განათლების ხელმისაწვდომობაა. სამივე ცენტრს ამჟამად 100 ბენეფიციარი ჰყავს.

 


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
“Bizə məktəbdən bildirdilər ki, 29 aprel tarixində
Tbilisidə keçirilən aksiyaya gediləcək”, - Bu barədə
kimliyinin gizli qalmasını istəyən Marneulinin kəndlərindən birində
işləyən müəllim bildirdi.
16:53 / 26.04.2024