დღეს, 4 ნოემბერს, დაახლოებით 12:30 საათზე მარნეულში,
აეროდრომდთან ახლოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავარიისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა.
ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა.
24News.ge-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს "VAZ 21-07“-ის
მარკის ავტომობილის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ
საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.
როგორც რადიო მარნეულის შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარ
ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.