“ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ ორგანიზებით ახალი წლის ღონისძიება ჩატარდა
29 დეკემბერს ახალი აზროვნების ინსტიტუტის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში ორგანიზაციის დამფუძნებლები, ახალგაზრდები და მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. ახალგაზრდებმა და მოსწავლეებმა მათ მიერ მომზადებული პროგრამის მიხედვით სიმღერები იმღერეს, იცეკვეს, ითამაშეს და სხვადასხვა ნომრები შეასრულეს. ახალი აზროვნების ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნუცა დემეტრაშვილი აცხადებს, რომ ღონისძიება ძალიან საინტერესოდ ჩატარდა.

„დღევანდელი ღონისძიება ძალიან საინტერესოდ და ხალისიანად ჩატარდა. ბავშვების მიერ შესრულებულმა სიმღერებმა, ცეკვებმა, ჩემში ახალი წლის განწყობა შექმნეს".

ღონისძებაში მონაწილეობას 30-ზე მეტი ახალგაზრდა იღებდა.

აღსანიშნავია, რომ „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ უკვე 7 წელია, რაც თემის განვითარებისთვის მოქმედებს, ახალგაზრდებთან ერთად ბევრ პროექტს და სიახლეს ახორციელებენ.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
“Bizə məktəbdən bildirdilər ki, 29 aprel tarixində
Tbilisidə keçirilən aksiyaya gediləcək”, - Bu barədə
kimliyinin gizli qalmasını istəyən Marneulinin kəndlərindən birində
işləyən müəllim bildirdi.
16:53 / 26.04.2024