ბავშვთა ექიმი ზიაფატ მუსტაფაევა გარდაიცვალა
ბავშთა ექიმი, ზიაფატ მუსტაფაევა  16 თებერვალს გარდაიცვალა. ის მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში წლების განმავლობაში პედიატრად მუშაობდა. ექიმი 1949 წელს მარნეულში დაიბადა.

1966 წელს საშუალო სკოლა დაამთავრა და უმაღლესში ჩაიბარა. სკოლა და უნივერსიტეტი ოქროს მედლით დაამთავრა. მუსტაფაევამ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობდა უბნის ექიმად, შემდგომ კი პედიატრად გააგრძელა.

მან 40 წელი იმუშავა მარნეულში მოქმედი კლინიკებში. ზიაფატ მუსტაფაევას კოლეგები, ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებენ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google