მარნეულმელმა შაბან მამედოვმა ჩეხეთში ჩატარებულ კონკურსში გრან პრი მოიპოვა
16 დეკემბერს ჩეხეთში, პრაღაში გამართულ ფოლკლორის ცეკვის და მუსიკის XXXIX საერთაშორისო კონკურს–ფესტივალზე “პრაღის საშობაო ვარსკვლავები 2023“, შაბან მამედოვმა კონკურსის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა.
მომღერალი რადიო „მარნეულთან“ ამბობს, რომ კონკურსს მარნეულის კულტურის სახლის მხარდაჭერით შეუერთდა.

„ამისთვის პირველ რიგში მადლობას ვუხდი მარნეულის კულტურის სახლის ხელმძღვანელს ქალბატონ ნატო შავიშვილს. კონკურსში ორი სიმღერით გამოვედი და ჟიურის გადაწყვეტილებით პოპ და ეროვნული მუსიკის ნომინაციაში ყველაზე დიდი ჯილდო, გრან-პრი მოვიპოვე. საქართველოს სახელით გამოსვლა ჩემთვის ყველაზე დიდი ღირსებაა. ჩემთვის ყველა კონკურსი დიდი გამოციდლებაა. ჩეხეთში ჩატარებულმა შეჯიბრმაც დიდი გამოცდილება მომცა, თან კარგი ადამიანები გავიცანი“- ამბობს შაბან მამედოვი

ჩეხეთში ჩატარებული “პრაღის საშობაო ვარსკვლავები 2023“, კონკურსში საქართველოსთან ერთად ჩეხეთის, გერმანიის, რუმინეთის, უკრაინის და ინდონეზიის მომღერლები იღებდნენ მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის კულტურის სახლის სოლისტს, შაბან მამედოვს არაერთ კონკურსში მიუღია მონაწილეობა და არაერთი პრიზის მფლობელია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
“Bizə məktəbdən bildirdilər ki, 29 aprel tarixində
Tbilisidə keçirilən aksiyaya gediləcək”, - Bu barədə
kimliyinin gizli qalmasını istəyən Marneulinin kəndlərindən birində
işləyən müəllim bildirdi.
16:53 / 26.04.2024