საქართველოს სპორტსმენები ბაქოში ჩატარებული ჩემპიონატიდან გამარჯვებით დაბრუნდნენ

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ორგანიზებული ალპაგუთ თურანის სახეობის მეორე მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა.

შეჯიბრი 22-24 ნოემბერს სპორტული ოლიმპიის ცენტრი „სერჰედჩი“- ში ჩატარდა.

ჩემპიონატს საქართველოს „მუაიტაის“, „სავატეს“ და „საიოკანის“ ფედერაციების 17 სპორტსმენი შეუერთდა. ამის შესახებ რადიო მარნეულთან საუბრისას „საიოკანის“ ფედერცაიის პრეზიდენტი ფაიგ მამედოვმა თქვა.

მისი თქმით, 10 სპორტსმენი სამშობლოში მედლით დაბრუნდა და მათგან ერთ-ერთი მარნეულელია.

„ჩატარებულ ჩემპიონატზე სამი პირველი, ოთხი მეორე და სამი მესამე ადგილის მფლობელი გვყავს. მარნეულელმა სპორტსმენმა ელდარ გადიმოვმა 47 კგ წონით კატეგორიაში ირანის და უკრაინის სპორტსმენები დაამარცხა. ნახევარ ფინალზე კი აზერბაიჯანელ სპორტსმენთან დამარცხდა და მესამე ადგილი დაიკავა“.

ბაქოში ჩატარებულ შეჯიბრზე 24 ქვეყნიდან 500-ზე მეტმა სპორტსმენმა ალპაგუთის ხუთ სახეობაზე იბრძოლა. სამი დღის განმავლობაში ჩატარებული ჩემპიონატის ბოლო შედეგების მხიედვით, აზერბაიჯანის გუნდი პირველ ადგილზე გავიდა. თურქეთის გუნდი მეორე და ირანის გუნდი მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

 

 


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google