ვიდეო - კენიაში თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა
კენიის დედაქალაქში შეიარაღებულ თავდასხმას, სულ მცირე, 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი ხალხს კენიაში მდებარე სასტუმროს შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუხსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ “ალ ჯაზირა” ავრცელებს.

თავდაპირველად თავდამსხმელები სასტუმროში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს, გარეთ გამოსული მოქალაქეები კი კოორდინირებული თავდასხმის მეორე ტალღის ქვეშ მოყვნენ. დაღუპულებს შორის არ არიან მხოლოდ კენიის მოქალაქეები. დასტურდება აშშ-ისა და ბრიტანეთის ერთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტიც.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის უკან სომალური შეიარაღბული დაჯგუფება ალ-შაბაბი დგას. დაჯგუფება სომალში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ მთავრობას ებრძვის.

კენიის დედაქალაქში თავდასხმა ამავე დაჯგუფების წევრების ხუთწლიანი სასამართლო პროცესის დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ მოხდა. სასამართლო ვესტგეითის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის საქმეს განიხილავდა, რომელსაც, სულ მცირე, 63 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბრალდებულებს ტერორიზმსა და საბუთების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ, თუმცა დაკავებულები ბრალდებებს უარყოფდნენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები