ჩეხეთში საკუთარი სახლის ეზოში მცხოვრებმა ლომმა პატრონი დაგლიჯა
ჩეხეთში საკუთარი სახლის ეზოში მცხოვრებმა ლომმა პატრონი დაგლიჯა. „ბიბისი-ს“ ცნობით, მიხალ ბრასეკს საკუთარი სახლის ეზოში რამდენიმე ლომი ჰყავდა. ერთ-ერთი მათგანი მეპატრონეს ვოლიერში შესვლის დროს დაესხა თავს .

რამდენიმე საათის შემდეგ მისი ცხედარი მამამ აღმოაჩინა. როგორც მიხალ ბრასეკის მამა ამბობს, გალია შიგნიდან იყო ჩაკეტილი.

შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ სამართალდამცველებმა მტაცებელი ცხოველები მოკლეს. როგორც თავად აცხადებენ, მათი გაუვნებელყოფა აუცილებელი იყო, რადგან ადგილობრივი მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ. ამასთან, პოლიციელები ვოლიერში შესვლას და მიხალ ბრასეკის ცხედრის გამოტანას ვერ ახერხებდნენ.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, მიხალ ბრასეკმა საკუთარ სახლში მტაცებელი ცხოველები 2016 წელს მიიყვანა და სახლის პირობებში გაკეთებულ ვოლიერში ჰყავდა. ამის გამო ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილო იყო.

რამდენიმე თვის წინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბრასეკი გარეული ცხოველის ჰონის და არასათანადო გალიების გამო დააჯარიმა. თუმცა ბრასეკი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს საკუთარი სახლის ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავდა.

წყრო: 1tv.ge
Print ელ. ფოსტა
თეგები: ლომი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები