ალაბამაში ქარბორბალას შედეგად ერთი ოჯახის შვიდი წევრი დაიღუპა
ალაბამას შტატში ქარბორბალას შედეგად ერთი ოჯახის შვილი წევრი დაიღუპა. „ბიბისი-ს“ ცნობით, მაშველებმა დაღუპულების ცხედრებს სახლთან ახლოს მიაგნეს .

როგორც ცნობილია, მათგან ოთხი ბავშვია. არსებული ინფორმაციით, ერნანდესების ოჯახის ერთ ქუჩაზე რამდენიმე სახლში ცხოვრობდნენ. ტორნადოს დროს ოჯახის ყველა წევრი საკუთარ სახლში იმყოფებოდა. ქარბორბალამ აღნიშნული ქუჩაზე სახლები თითქმის ბოლომდე გაანადგურა. „ბიბისის“ ცნობით, ამ ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი გადარჩა.

რამდენიმე დღის წინ შტატის სამხრეთში მომხდარი სტიქიის შედეგად საერთო ჯამში 23 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები 8 პირს ამ დრომდე ეძებენ, ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. სამძებრო და სამაშველო ოპერაციაში რამდენიმე ათეული მოხალისეც არის ჩართული.




წყარო: 1tv.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები