ერაყში ტერაქტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
ერაყში ტერაქტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.

თავდაცვის სამინისტროში გაკეთებული წერილობითი განცხადების თანახმად, მოსულის დაბა რაბიაში ერთ-ერთი სოფლის ცენტრში დანაღმული ავტომანქანა დისტანციური მართვის პულტით ააფეთქეს, რის შედეგადაც 5 მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა, მათ შორის 3 მძიმედ.

განცხადების მიხედვით, უსაფრთხოების ძალებმა რეგიონში გამოძიება დაიწყეს და თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

ერაყის პერიფერიულ რეგიონებში მსგავსი თავდასხმების მოწყობაში ეჭვმიტანილი ტერორგანიზაცია დაეშ-ია.

დაეშ-ი ერაყის რეგიონებში კირკუკის თაოსნობით მოსულში, ენბარში, სალაჰადინში და დიალაში უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ თავდასხმებს აწყობს.

წყარო: trt.net.tr
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები